სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე საგამოცდო ნაშრომის შემფასებელი კომისიის შექმნის შესახებ
„საერთაშორისო ურთიერთობებეის“ საბაკალავრო პროგრამის მერვე სემესტრის სტუდენტის რევაზ დიდებაშვილის 16.02.2022 განცხადების საფუძველზე ვბრძანებ:
1. შეიქმნას სტუდენტ რევაზ დიდებაშვილის ფინალური საგამოცდო ნაშრომის შემფასებელი კომისია საგანში ,,კვლევის დიზაინი საერთაშორისო ურთიერთობებში“ შემდეგი შემადგენლობით:
სალომე დუნდუა- ასოცირებული პროფესორი, დეკანის მოადგილე სასწავლო დარგში, კომისიის თავმჯდომარე;
დავით მაცაბერიძე–ასოცირებული პროფესორი;
კონსტანტინე შუბითიძე – მოწვეული ლექტორი, კომისიის მდივანი
2. კომისიამ სტუდენტის ნაშრომი შეაფასოს ბრძანების გამოქვეყნებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
3. ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა.
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.